ოკეანის ბინადრები
вторник, 19 апреля 2011 г.
კუ
კუები - ქვეწარმავალთა რიგი. სხეული მოქცეული აქვთ ძვლოვანი ჯავშანში, რომელიც შედგება ამობურცული ზურგის ბაკანისა ანუ კარაპაქსისაგან და უფრო ბრტყელი მუცლის ფარის ანუ პლასტრონისაგან. ორივე ფარი ერთმანეთთან მოძრავად ან უძრავადაა დაკავშირებული. ჯავშანს ქმნის მალების გაფართოებული წარზიდული მორჩები და ნეკნები, აგრეთვე კანის გაძვალებანი. ლავიწი და მკერდის ძვალი შესულია მუცლის ფარის შედგენილობაში. კუების უმრავლესობას ჯავშანი დაფარული აქვს რქოვანი ფირფიტებით, ან ფარებით, ზოგიერთებს — კანით. კბილები არა აქვთ, ყბების ბოლოები დაფარულია რქოვანი შალითით. კისერი მოძრავია. აქვთ 2 ანალური ბუშტი, რომელიც წყლით ივსება და გამოიყენება დამატებითი სუნთქვის ორგანოდ (წყლის ფორმებში), არგეთვე გრუნტის დასარბილებლად კვერცხის დების დროს. კიდურების კუნთები კარგად აქვთ განვითარებული, ტანისა კი თითქმის გამქრალია. ზურგის ტვინი უკეთესად არის განვითარებული, ვიდრე თავისა. გრძნობის ორგანოებიდან ყველაზე კარგადაა განვითარებული ყნოსვის, გემოვნებისა და შეხების ორგანოები. ტანად ყველაზე დიდია კუების ზღვის ფორმები
ზვიგენი
ზვიგენები- ხრტილიანი თევზები ზვიგენისნაირთა რიგისა. არსებობს 3 ქვერიგი: ნამდვილი ზვიგენები, უძველესი ზვიგენები და რქოვანი ზვიგენები. აქვთ თითისტარისებრი სხეული, ხუთ-ხუთი სალაყუჩე ხვრელი , ორი ზურგის ფარფლი. კუდქვეშა ფარფლი არა აქვს მხოლოდ ქიცვიან ზვიგენებს ანუ კატრანს, პოლარულ ზვიგენებს, ცხვირხერხას და ზღვის ანგელოზს. ზვიგენების სხეული დაფარულია პლაკოიდური ქერცლით. პირი დიდია, თავის ქვემო ნაწილში მოქცეული. საცურავი ბუშტი არ გააჩნიათ. ბინადრობენ ტროპიკულ, ზომიერ და არქტიკულ ზღვებში. ნამარხი ფორმრბი ცნობილია კარბონული პერიოდიდან. ამჯამად რიგში გაერთიანებულია 10 ოჯახი. ზვიგენების სხეული სხვადასხვა ზომისაა: გიგანტური ზვიგენების სიგრძე 20 მ აღწევს, კატისებრი ზვიგენების — 1 მ, ხოლო შავი ქიცვიანი ზვიგენებისა — 47 სმ. ზვიგენების უმრავლესობა კვერცხისმდებელია , ზოგი ცოცხლადმშობია.ზვიგენების უმეტესობა მტაცებელია. იკვებებიან უმთავრესად წვრილი თევზებით, ფსკერის უხერხემლოებით, კანეკლიანებით, მოლუსკებით, ჭიებით. ზოგი თავს ესხმის ადამიაბსაც. შავი ზღვის საქართველოს ფარგლებში გვხვდება კატისებრი და ქიცვიანები ზვიგენები.
ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს
ზვიგენების ღვიძლისაგან ამზადებენ თევზის ქონს, ზოგიერთის ხორცი იჭმევა. ჩონჩხისაგან აკეთებენ წებოს, ტყავისაგან სხვადასხვა საგანს
დელფინი
დელფინი ვეშაპების დიდი ოჯახის წევრია. მათ იდელური ტანის მოყვანილობა აქვთ, რაც ხელს უწყობს, იმისათვის რომ განავითარონ წყალში ძალიან დიდი სისწრაფე და უზომოდ მოქნილები იყვნენ. მისი განვითარებული სისწრაფე 100 კმ/სთ –მდე აღწევს. როგორც ზვიგენს ასევე დელფინსაც აქვს ზურგზე ფარფლი. ეს მათ ზღაში კოორდინაციაში ეხმარება. დელფინები ჯგუფებად ცხოვრობენ და მათ რაოდენად გასაკვირიც არ უნდა იყოს თავიანთი ენა გააჩნიათ. ისინი უსსტვენენ, ყიყინებენ და უცნაურ ხმებს გამოსცემენ. იგი ძალიან dმხიარული ცხოველია , უყვარს თამაში, წყლიდან ამოხტომა და ერთობიან ერთმანეთში. ისინი იკვებებიან პატარა კიბორჩხალებით და თევზებით. მათ ადამიანზე 10 –ჯერ უფრო კარგი სმენის უნარი აქვთ, ამიტომაც არ გვესმის ჩვენ ბევრი ბგერა , რომელსაც ისინი გამოსცემენ. დელფინები თითქმის ყველა ზღვაში ცხოვრობს. ზაფხულში უფრო ცივ აგილებში არიან და ზამთარში უფრო თბილი ადგილებისკენ ინაცვლებენ. ისინი ნაყოფს 1 წლის მანძილზე ატარებენ მუცლით, შემდეგ იბადება და მაშინვე ჰაერისკენ მიისწრაფის, ამაში სხვა დელფინები ეხმარებიან.
Подписаться на:
Комментарии (Atom)





